Home » საზოგადოება » დავით სერგეენკო – პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა
დავით სერგეენკო - პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

დავით სერგეენკო – პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან, – ამის შესახებ შრომის,ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა

მისივე თქმით, 2015 წლის აპრილიდან დღემდე  14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის პროექტში,

“5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3000 პაციენტზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა განხორციელებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა,

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.

28 ივნისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰეპატიტის დღედ  გამოაცხადა.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

Share