Home » ახალი ამბები » დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია
დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება და მისი პარტია ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, მთავრობის ინიციატივა მავნებლური და საგანგაშოა, რომელიც ქვეყნის ვალს კიდევ უფრო ზრდის და ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს.

„ ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება ისედაც გათვალისწინებული იყო, ცვლილებებით კი, 400 მლნ ლარს კიდევ 500 მლნ ლარი დაემატება და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება. 2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, რაც გაორმაგებულია. ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია”, – აცხადებს ბაქრაძე.

Share