Home » საზოგადოება » „დასავლეთში მედიკამენტები უფრო ძვირი ღირს ვიდრე საქართველოში, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს“

„დასავლეთში მედიკამენტები უფრო ძვირი ღირს ვიდრე საქართველოში, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს“

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ფასი კი არა, სახელმწიფოს მიდგომა უნდა შეიცვლოს.

„მედიკამენტების ფასი აწუხებს ყველას, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არის ის მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დასავლეთი მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, იმიტომ, რომ ყველა დაზღვეულია.

ჩვენი მომავალია დაზღვევა. უნდა გამოვიდეს იმ ვითარებიდან რაშიც ვართ და უნდა შეიქმნას საყოველთაო, სავალდებულო სადაზღვევო პროგრამა, როცა ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული და მათ შორის უზრუნველყოფილი ყველა მედიკამენტით. ადამიანი 20 ლარიან მედიკამენტში პირობითად, გადაიხდის 4 ან 5 ლარს. ეს არის გზა, რომ ჯანდაცვაზე და მედიაკმენტებზე ხელმისაწვდომობა გავზრდოთ. თვითონ სახელმწიფოს და კერძო სადაზღვევო სტრუქტურებს რომ ძვირი არ დაუჯდეთ მედიკამენტები, რომ ვინმემ არ თქვას, რომ აი, ახლა ფარმაცევტები გამდიდრდებიან აუცილებლად ელექტრონული ტენდერით უნდა მოხდეს ამ პროგრამისთვის მედიკამენტების შესყიდვა და დანრჩენი სამედიცინო მომსახურების,“ – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

წყარო: progressnews.press

Share