Home » საზოგადოება » დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებს მოუსმინეს.

კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი. კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე – ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები.

კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატები მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსზე შეირჩა.

Share