Home » საზოგადოება » Danske Bank-ში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გადარიცხული 300 მილიონი ევრო გაათეთრეს
Danske Bank-ში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გადარიცხული 300 მილიონი ევრო გაათეთრეს

Danske Bank-ში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გადარიცხული 300 მილიონი ევრო გაათეთრეს

ესტონეთის პროკურატურამ Danske Bank-ის 10 ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ყველა ესტონეთის მოქალაქეა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრება. როგორც ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონეთის გენერალურმა პროკურორმა ლავლი პერლინგმა განაცხადა, “2013 წლის განმავლობაში Danske Bank-ისესტონეთის ფილიალმა, რუსეთის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეთა 30 მილიარდი ევრო, გაატარა”.

პერლინგის თქმით, 2011-დან 2013 წლამდე პერიოდში, Danske Bank-ის საქართველოსა და აზერბაიჯანში რეგისტრირებული არარეზიდენტი კლიენტების ანგარიშებზე “ბინძური ფულის” ბრუნვამ 342 მილიონი ევრო შეადგინა.

ამას გარდა, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია დაკავებული პირების მიერ უკანონოდ მიღებული მილიონი ევროს ოდენობით აქტივები.

ესტონეთის პროკურატურამ Danske Bank-ის ესტონეთის ფილიალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2017 წელს დაიწყო. გამოძიება ამტკიცებს, რომ 2007-2015 წლებში ფილიალში 200 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხა გაათეთრეს. გავრცელებული ცნობით, ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეთა შორის იყვნენ რუსეთის პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც. სკანდალის გამო, Danske Bank-ისხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. საქმის გამოძიება გრძელდება.

1tv.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

 

Share