Home » ბიზნესი » „დანიური სახლი“ ბაზრიდან გადის, კომპანია ფილიალებს ხურავს

„დანიური სახლი“ ბაზრიდან გადის, კომპანია ფილიალებს ხურავს

„დანიური სახხლი“ მომხმარებლებს 50-70% მდე ფასდაკლებებს სთავაზობს და გლდანისა და ქავთარაძის სითი მოლში არსებულ ფილიალებს ხურავს.“ –  ამის შესახებ ინფორმაცია „დანიური სახლის“ Facebook-ის  ოფიციალურ  გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება.

„ქავთარაძის და გლდანის „სითი მოლის“  ფილიალებში დანიური სახლი იხურება, აქედან გამომდინარე  გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება  სრულ  ასორტიმენტზე, აღნიშნულ ფილიალებში  ფასების სრული ლიკვიდაციაა, რომელიც აღარ განმეორდება“, –  აცხადებს კომპანია „დანიური სახლის“ წარმომადგენელი ლაივ მიმართაში.

მათივე ინფორმაციით, ორშაბათიდან უკვე აღარ მუშაობს ვარკეთილის და თბილისი ცენტრალის ფილიალებიც.

 

Share