Home » მსოფლიო » დანიაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ

დანიაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ

დანიაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების უფლება მისცეს. ამის შესახებ იტყობინება დანიის ჯანმრთელობისა და მედიკამენტების სამინისტრო.

სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ რიგ ქვეყნებს უკვე აქვთ BioNtech / Pfizer, Moderna და mRNA ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებით ორსული და მეძუძური ქალების ვაქცინაციის გამოცდილება. მათ შორისაა აშშ, ისრაელი, კანადა და შოტლანდია.

ამ ქვეყნებიდან მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინები ძალზე ეფექტური და უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის, ასევე მეძუძური ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც თავადაა მეძუძური დედა.

დანიის ჯანმრთელობისა და წამლის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს ორსულ ქალებს ვაქცინაცია ჩაიტარონ მეორე ან მესამე ტრიმესტრში. ამავდროულად, ექიმის დანიშნულების მიხედვით, ვაქცინაციის ჩატარება ასევე შესაძლებელია პირველ ტრიმესტრში.

სანდრო პირველი

 

 

Share