Home » მსოფლიო » დანიაში ელექტრომობილების ბიზნესმა კრახი განიცადა
დანიაში ელექტრომობილების ბიზნესმა კრახი განიცადა

დანიაში ელექტრომობილების ბიზნესმა კრახი განიცადა

დანიის სახელმწიფოში ელექტრომობილების გამოყენება მკვეთრად შემცირდა. ევროპული ავტომობილების მწარმოებელი ასოციციის მიერ გამოქვეყნებული მონაცამები აჩვენებს, რომ 2016 წლის ბოლოს ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ისეთ ქვეყანაში სადაც ადამიანები ძირითადად ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ელექტრო ავტომობილები პოპულარობით ვერ ისარგებლებდა.

დანიის მეზობელ სახელმწიფოში შვედეთში კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. 2017 წლის მონაცემებით ელექტრო ავტომობილების მომხმარებელთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში კი ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა 30% არის გაზრდილი. დანია, ქვეყანა რომელიც ქარის ენერგიის გამომუშავებაში მსოფლიო ლიდერია, 1980-იან წლებში გატაცებული იყო სწორედ, რომ ელექტროავტომობილების წარმოებით.

დღეს კი სრულიად სხვა რეალობის წინაშეა ეს ქვეყანა. 2015 წელს დანიაში 5298 ველოსიპედი გაიყიდა, რაც იტალიასთან შედარებით მაღალი მაჩვენეებლია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იტალიის მოსახლეობის რაოდენობა 10-ჯერ აღემატება დანიისას.

ელექტროავტომობილებით მოვაჭრეები უკმაყოფილო იყვნენ იმპორტზე მაღალი გადასახადების არსებობით. 2015 წლის შემოდგომაზე კი ლიბერალური მთავრობის ხელმძღვანელმა და პრემიერ მინისტრმა ლარს ლოკენ რასმუსენმა ელექტრო ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები გააუქმა. კომპანია Tesla აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი კოპენჰაგენში ვიზიტის დროს გაეცნო იქ არსებულ სიტუაციას და უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ ადამიანებს აღარ აქვთ მოთხოვნა ელექტროავტომობილებზე. როგორც ვარაუდობენ იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი 2022  წლისთვის 100%-ით გაიზრდება.

ლევან ლაგვილავა

Share