Home » ახალი ამბები » “დამსაქმებელთა ასოციაციას” საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება
"დამსაქმებელთა ასოციაციას" საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

“დამსაქმებელთა ასოციაციას” საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა ასოციაციის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმა გააცნო.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება და პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის წინადადება.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ თუ კომპანიები მოგებას აღარ გაანაწილებენ და ისინი ამ თანხის რეინვესტირებას მიმართავენ, მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოგება განაწილებული იქნება დივიდენდის, ან სხვა მსგავსი ტიპის სახით, ის ჩვეულებრივი რეჟიმით დაიბეგრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში მეტი თანხები დარჩება განვითარებისთვის და ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება”, – განაცხადა ხადურმა.

მინისტრის განმარტებით, გარდა ამისა, შემოდის სხვა ინიციატივებიც, მაგალითად – ძირითადი საშულებების იმპორტისას დღგ-ს გადახდა საზღვარზე აღარ მოხდება.

“გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებას ჩაატარებს მხოლოდ საგადასახდო სამსახური და არა საგამოძიებო სამსახური.

ვფიქრობთ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გამუმჯობესებისთვის”, – განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აღნიშნულ ინიციატივას საინტერესო უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ყველა ცვლილებას ბოლომდე კარგად გარკვევა ესაჭიროება, რათა მეწარმემ სწორი აქცენტები გააკეთოს.

“ცხადია, საინტერესოა მოგების გადასახადიდან გათავისუფლება იმ შემთხვევაში თუ მისი რეინვესტორება მოხდება, მაგრამ ჩვენ გვანტერესებს კონკრეტულად რა ინვესტიციები ჩაითვლება იმ ინვესტიციებად, რომლებიც გადასახადებისგან გათავისუფლდება”, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
შეხვედრა “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში გაიმართა.

 

[wpolling id=”12″ width=”” height=””]
Share