Home » საზოგადოება » დამსაქმებელთა 45 % კადრებს ნათესაობით და მეგობრობით იყვანს – საქსტატის კვლევის საგანგაშო შედეგები
დამსაქმებელთა 45 % კადრებს ნათესაობით და მეგობრობით იყვანს - საქსტატის კვლევის საგანგაშო შედეგები

დამსაქმებელთა 45 % კადრებს ნათესაობით და მეგობრობით იყვანს – საქსტატის კვლევის საგანგაშო შედეგები

როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა სულ მალე გასაჯაროვდება საქტატის ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა 45 % კადრებს ახლობლობით იყვანს. ცნობილია, რომ კვლევა ასახავს ბიზნესის ხედვას აღნიშნულ საკითხზე.

„კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ახალი თანამშრომლის აყვანის დროს ბიზნესმენების 45 % ეყრდნობა მათივე ახლობლებისა და ნათესავების ბაზას იმისთვის, რომ აარჩიოს ახალი კადრი. შედეგად კადრების ღია სივრცეში მოძიებით , ანუ გამოცხადბეული ვაკანსიების გზით აყვანილი ტთმაშრომელთა რიცხვი არის მკვეთრად დაბალი“,-განმარტავს ჭარაია.

მისივე თქმით, დღევანდელი ვითარების შედეგად ბიზნესს დიდი პრობლემა აქვს კვალიფიცირებულ კადრებთან დაკავშირებით, რადგან იგი პროფესიონალი თანამშრომლების ნაკლებობას განიცდის.

„ურთიერთსაწინააღმდეგოა ის, რასაც დღეს ბიზნესი აკეთებს. ერთი მხრივ, მეგობრების შუამავლობით იყვანენ კადრების თითქმის ნახევარს სამსახურში, მეორეს მხრივ კი მაღალკვალიფიცირებული კადრების ნაკლებობას განიცდიან. კვლევაში ასევე მოყვანილია ის კონკრეტული ფაქტორები, რაც კადრებს აკლიათ. ასეთია, მაგალითად, შესაბამისი გამოცდილების მქონე კადრების სიმცირე და ა.შ. ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ უმუშევართა რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკით შეადგენს თითქმის 12 %, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით ეს მაჩვენებლი 60 %-ს აღწევს. ვფიქრობ მსგავსი საგანგაშო შედეგები სწორედ დამსაქმებელთა ქმედების გამო მიიღება“,- განმარტავს ჭარაია.

ცნობილია, რომ საქსტატის  კვლევა ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა და შედეგები რამდენიმე  ათასი კომპანიის მაგალითზე დაყრდნობით გამოვლინდა. კვლევამ მოიცვა მცირე, საშუალო და მსხვილი კოპანიები და ყველა სტანდარტის დაცვით იქნა ჩატარებული. კვლევის სრული ვერსია სავარაუდოდ დღეს  მოგვიანებით გასაჯაროვდება.

commersant.ge

Share