Home » მსოფლიო » დალაი ლამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

დალაი ლამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

Share