Home » მსოფლიო » დაივიწყეთ ირანი და ოპეკი – ნავთობის ბაზარზე რეალური მოქმედება გლობუსის მეორე მხარეს მიმდინარეობს
დაივიწყეთ ირანი და ოპეკი - ნავთობის ბაზარზე რეალური მოქმედება გლობუსის მეორე მხარეს მიმდინარეობს

დაივიწყეთ ირანი და ოპეკი – ნავთობის ბაზარზე რეალური მოქმედება გლობუსის მეორე მხარეს მიმდინარეობს

დაივიწყეთ ირანი და ოპეკი – ნავთობის რეალური საბაზრო მოძრაობა ჩინეთშია

გასულ წელს ჩინეთმა ა.შ.შ -ს ნავთობის იმპორტით გაუსწრო. ჩინეთში აპრილში 39.46 მილიონი ტონის იმპორტი განხორციელდა. ჩინეთს აქამდე არასდროს განუხორციელებია 37 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის იმპორტი. 2018 წელს, ჯერჯერობით  მხოლოდ თებერვალში მოხდა 37 მილიონ ტონაზე ნაკლების იმპორტი ახალი წლის დღესასწაულის გამო.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგიის სააგენტო მოელიან, რომ ჩინეთის ნავთობის მოთხოვნის ზრდა შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლების განმავლობაში დღეში 300,000 ბარელისი იმპორტი განხორციელდება, რადგან ელექტროავტომობილების აღზევება ნავთობის მოთხოვნას ჩაახშობს.

რამდენიმე რამ შეიძლება დაგვეხმაროს ამის ახსნაში. ჩინეთის შიდა ნავთობის რესურსი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რადგან ნავთობის ჭები იცლება. ასევე, სახელმწიფო უბიძგებს დიდ სამ ფირმას, რომ მოიპოვონ მეტი ნავთობი. მზარდი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ქვეყანა უფრო მძლავრად ხდება იმპორტზე დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შიდა მოთხოვნის ზრდის ნელმა ტემპმაც კი შეიძლება გლობალურ ბაზარზე დიდი ეფექტი იქონიოს.

მორგან სტენლის ანალიტიკოსის, ანდი მენგის პროგნოზით, 2018 წელს ნავთობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა გადაჭარბებს წინა წლის ჯამურ მოცულობას.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინური მოთხოვნის მსგავსი ტენდენციით განვითარება, ითმაშებს დიდ როლს ნავთობის ბაზარზე ფასების მიმართულებით. ამჟამად, ჩინეთის მოთხოვნის ძალა შეიძლება იყოს ყველაზე დაუფასებელი რამ ნავთობის ბაზარზე.

ცნობისთვის, რომ ბარელი ნავთობის ფასმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე $70 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა, რაც 2014 წლის ნოემრბის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

სპეციალისტთა მოსაზრებით, აღნიშნული მოვლენა მოვაჭრეთა დაჟინებული მოთხოვნებითაა განპირობებული. ისინი ირანისთვის სანქციების განახლებას ითხოვენ, რაც ოპეკის სიდიდით მესამე მწარმოებელი  ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მიმდინარე წელს, ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 16%–ით გაიზარდა, რაც ძირითადა ოპეკის წევრი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების მიერ არჩეული პოლიტიკითაა განპირობებული, ისინი ამცირებენ ნავთობის მოპოვებას და ზრდიან მარაგებს. გარდა ამისა, ნავთობის ფასზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური კრიზისი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ რეგიონზე მოდის ნავთობის მსოფლიო მარაგების თითქმის ნახევარი.

 ზაზა ხორბალაძე
მომზადებულია ბლუმბერგის მიხედვით

Share