Home » საზოგადოება » „დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება, მათ შორის ნამახვანჰესი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია“

„დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება, მათ შორის ნამახვანჰესი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია“

„დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება. მათ შორის ნამახვანჰესის პროექტი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს ქვეყანაში ლიდერობდა დასავლური ინვესტიციები.

„კერძოდ ტოპ ქვეყნებს შორის ლიდერობდა აშშ, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი. გარდა მაგისა დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება. მათ შორის ნამახვანჰესის პროექტი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია. ასევე მცირე ენერგეტიკაში და დეველოპმენტში ჩაიდო ინვესტიციები.

ასევე სასტუმრო ინდუსტრია, რომელსაც ახლა აქვს ჩავარდნა, კვლავაც ვითარდება და ინვესტორებისთვის საინტერესოა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ 2021 წელს კვლავ პოზიტური დინამიკა გვექნება ინვესტიციების თვალსაზრისით“, -განაცხადა თურნავამ.

2020 წელს საქართველოში წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24%-ით შემცირდა.

Share