Home » ბიზნესი » „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – სამსახურის მაძიებლებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ

„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – სამსახურის მაძიებლებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ

„თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.

პროექტის ფარგლებში აკადემიაში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან. ხოლო, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

„თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით გადიან კარიერულ საფეხურებს. ერთ-ერთი ასეთია მიშა მიქაელიანი, რომელიც აკადემიის პირველ ნაკადში იყო და 2014 წელს დაამთავრა სწავლა. მიშა, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, რჩევასაც აძლევს სწავლისა და დასაქმების მსურველებს: „თავიდან, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ, თუ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხარ, „თეგეტა“ განვითარების ყველა შესაძლებლობას გაძლევს. აქ იზრდები და ვითარდები კომპანიასთან ერთად. ამიტომაც საჭიროა შრომა და შენი საქმისადმი ერთგულება“.

მიშა მიქაელიანმა „თეგეტაში“ შემდეგი პროფესიული ზრდის გზა გაიარა: თავიდან იყო საცხებ-საპოხი მასალების კონსულტანტი, შემდეგ ლოგისტიკის მენეჯერი, ამის შემდეგ ფინანსური ანალიტიკოსი გახდა, ფინანსური მენეჯერიც იყო „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“, ახლა კი „თეგეტა პრაიმ ფროდაქსის“ დირექტორის მოადგილეა. ამ კომპანიაში შედიან „ბრიჯსთოუნ საქართველო“ და „მოტულ საქართველო“.

განაცხადების გაკეთება და დასაქმების პროექტში ჩართვა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე ნებისმიერ სამსახურის მაძიებელს. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა „თეგეტაში“.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, „თეგეტა“ ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად „თეგეტა მოტორსის“ განვითარების ისტორიაც მოწმობს.

„თეგეტა ოტორსის“ შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. თეგეტას აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

#დაიწყეკარიერათეგეტაში

#თეგეტააკადემია

#თეგეტამოტორსი

Share