Home » ეკონომიკა » დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე – რუსი დეპუტატი
დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე - რუსი დეპუტატი

დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე – რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ დეგტიარევმა ხელისუფლება საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ, –  წერს დეპუტატი Telegram-არხზე.

„დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე,“ – წერს დეგტიარევი.

თბილისში 20 ივნისს საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

აქცია, სადაც მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ,  ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო  ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. დაკავებულია 305 ადამიანი.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დღეს დატოვა.

GHN.GE

Share