Home » საზოგადოება » დადიანის ქუჩა თამარ მეფის გამზირს ხიდით დაუკავშირდება

დადიანის ქუჩა თამარ მეფის გამზირს ხიდით დაუკავშირდება

დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება, – პროექტს თბილისის მერია აანონსებს.

თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მერიას ორი ძირითადი გეგმა აქვს – ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ საფინანსო ინსტიტუტები, აზიის განვითარების მერიას პროექტირებაში დაეხმარება.

„ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

Share