Home » ახალი ამბები » დაავადებები რომლებსაც მარიხუანა კურნავს
დაავადებები რომლებსაც მარიხუანა კურნავს

დაავადებები რომლებსაც მარიხუანა კურნავს

მარიხუანას სამკურნალო თვისებებზე და სამედიცინო მარიხუანას მკურნალობაში აქტიურ გამოყენებაზე საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს. CNN-ი ერთ-ერთ სამედიცინო კვლევაზე საუბრობს, რომლის დეტალებიც ტელეკომპანიისთვის გახდა ცნობილი. მედიკოსები ზოგიერთ დაავადებაზე მარიხუანას გავლენას სწავლობენ. აივ/შიდსი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აივ ინფექციით დაავადებული ის ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ მარიხუანას, ბევრად უკეთ იკვებებოდნენ, ეძინათ და ნაკლები ტკივილი აწუხებდათ.

ალცჰაიმერი

მეცნიერთა ნაწილის აზრით, მარიხუაბა ალცჰეიმერიის წინაღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. ის თავის ტვინის დაქვეითებას უშლის ხელს.

ართრიტი

58 შესწავლილი პაციენტიდან, მარიხუანას მწეველებს ართრიტული ტკივილები და უძილობა ნაკლებად აწუხებდათ.

ასთმა

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, მარიხუანას მოწევა სასუნთქ გზებს აფართოვებს და ასთმით დაავადებულ ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

კიბო

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას ექსტრაქტებს კიბოს უჯრედების მოკვლა და სიმსივნური უჯრედების ზრდის შეწყვეტა შეუძლია. სავსებით შესაძლებელია მარიხუანას მწეველებს, ქიმიოთერაპიის შემდგომი გულისრევამაც არ შეაწუხოს. ქრონიკული ტკივილი კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მნიშვნელოვანი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გააჩნია.

კრონის დაავადება

13 პაციენტზე ჩატარებული ცდის შედეგად დადგინდა, რომ მარიხუანა წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების მკურნალობისას დადებით ეფექტს იძლევა. ავადმყოფს ის ტკივილისა და დიარეის შემცირებასა და წონის კონტროლში ეხმარება.

ეპილეფსია

კვლევებზე დაყრდნობით, ეპილეფსიით დაავადებულ მოზარდებს, ვინც მარიხუანას ეწევა, სხვებთან შედარებით 59%-ით ნაკლები სიხშირის კრუნჩხვები აღენიშნებოდათ.

გლაუკომა

გლაუკომა სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მარიხუანას თვალის ნერვების შენარჩუნება და თვალში წნევის რეგულირება შეუძლია.

წყარო

Share