Home » მსოფლიო » Credit Suisse თანამშრომლებს ბონუსის სახით 20 000 დოლარს აჩუქებს

Credit Suisse თანამშრომლებს ბონუსის სახით 20 000 დოლარს აჩუქებს

როგორც CNBC-ი იუწყება, შვეიცარიული ბანკი Credit Suisse თავის ანალიტიკოსებსა და კონსულტანტებს ბონუსის სახით 20 000 დოლარს აჩუქებს.

ამ გზით, ორგანიზაციას სურს თანამშრომლები გარიგებების უპრეცედენტო რაოდენობისთვის გაწეული სამსახურისთვის წაახალისოს.

ბანკში ბონუსებს „ერთდროული ფულადი დახმარება“ უწოდეს. მედიის ცნობით, Credit Suisse-ს სხვა თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ.

წლის დასაწყისიდან ბანკმა ბიზნესს 112,5 მილიონი დოლარის კონსულტაცია გაუწია.

Share