Home » მსოფლიო » Coca-Cola-მ ქაღალდის ბოთლების ტესტირება დაიწყო

Coca-Cola-მ ქაღალდის ბოთლების ტესტირება დაიწყო

კომპანია Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს. BBC-ის ცნობით, პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company წარმოადგინა.

ბოთლებს პლასტიკური მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა აქვს. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა.

ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის მონაცემებით, Coca-Cola პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა Pepsi, მესამეზე კი Nestle.

წყარო: imedinews.ge

Share