Home » საზოგადოება » CNN-ი: საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა

CNN-ი: საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა

საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა. ამის შესახებ CNN Travel-ი წერს.

ამერიკული მედია ჰოლდინგის სამოგზაურო პორტალი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს. მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად კვიპროსმა, ესტონეთმა, ისლანდიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და სეიშელმა მიიღეს.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლას და მოგზაურობას შეძლებს.

არავაქცინირებულ მოგზაურებს კი გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა“, – წერს ჟურნალისტი.

თამარა-ჰარდინ-ჰენ-ჰილი აღნიშნავს, რომ ის მოგზაურები, რომლებიც ბოლო 14 დღე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან.

Share