Home » ახალი ამბები » “ჩვენს სიაში გიორგი ქადაგიძის, ოთარ კახიძის, ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება”
"ჩვენს სიაში გიორგი ქადაგიძის, ოთარ კახიძის, ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება"

“ჩვენს სიაში გიორგი ქადაგიძის, ოთარ კახიძის, ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება”

”ნაციონალური მოძრაობის” განახლებულ საარჩევნო სიაში სხვებთან ერთად გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება. ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. ”ნაციონალური მოძრაობა”არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლასა და პარტიის განახლებას გეგმავს, ისინი მზად არიან გუნდის 40% ახალი სახეებით შეავსონ.

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაში ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება.

”მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გიორგი ქადაგიძის “ნაციონალური მოძრაობის” სიაში შესაძლო მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ გიორგი ქადაგიძის სიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, ”თუმცა “ქოცმაც” კი იცის, რომ რასაც მას აბრალებდნენ, სრული აბსურდი იყო”.

”მთავრობის წევრებმაც კი აღიარეს, რომ ქადაგიძის გარეშე, ქვეყანა ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. საერთოდ, “ქართული ოცნების” მართვის სტილია, საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს”, – დასძინა მაჭავარიანმა.

წყარო: ipn.ge

Share