Home » ბიზნესი » ჩვენ წაგიყვანთ აცრაზე – “სოკარის” და “ავტომობილის მართვის აკადემიის” ერთობლივი აქცია

ჩვენ წაგიყვანთ აცრაზე – “სოკარის” და “ავტომობილის მართვის აკადემიის” ერთობლივი აქცია

საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემია (Georgian Automobile Sport Federation) “სოკარის” მხარდაჭერით იწყებს კამპანიას პენსიონერების აცრაზე ტრასნპორტირებისთვის.აქციის სლოგანია “ჩვენ წაგიყვანთ აცრაზე”.

თუ ხართ პენსიონერი, ან გყავთ საპენსიო ასაკის ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებს ვაქცინაციაზე წასვლას, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:

551087142

“ჩვენ წაგიყვანთ აცრაზე. ავტომობილის მართვის აკადემიის აცრილი ინსტრუქტორები სრულიად უფასოდ უზრუნველყოფენ თქვენს ტრანსპორტირებას.გისურვებთ ჯანმრთელობას!”- მიმართავენ აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

Share