Home » მსოფლიო » ჩრდილოეთ კორეელებმა კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის დონალდ ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ჩრდილოეთ კორეელემბა კიმ ჩენ ინისათვის შეურაცხყოფისთვის დონალდ ტრამპმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩრდილოეთ კორეელებმა კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის დონალდ ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩრდილოეთ კორეელმა ხალხმა , კიმ ჩენ ინისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დონალდ ტრამპმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის სარედაქციო წერილშია საუბარი.

სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა მთელს ქვეყანას, როდესაც აზიური ტურის დროს, მას „სასტიკი დიქტატურის“ მქონე უწოდა. ამისთვის კი სიკვდილს იმსახურებს.

“ყველაზე საშინელი დანაშაული, რაც არასოდეს მიეტევება არის ის, რომ გაბედა და შეურაცხყო უმაღლესი ლიდერის ღირსება.”

“მან უნდა იცოდეს, რომ საშინელი კრიმინალია და ჩრდილოეთ კორეის ხალხმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა – ” ნათქვამია წერილშია.

აღსანიშნავია, რომ წერილი მას შემდეგ გავრცლედა, რაც ტრამპა კიმ ჩენ ინს დაბალი და მსუქანი უწოდა.

“რატომ მეძახის კიმ ჩენ ინი მოხუცს, როდესაც მე მას არასოდეს დავუძახებდი დაბალს და მსუქანს?” – დაწერა ტრამპმა თვითერზე.

Share