Home » საზოგადოება » ჩხენკელი: პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა

ჩხენკელი: პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა

პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. განათლების მინისტრმა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლის დაცვა უნდა გაგრძელდეს

Share