Home » საზოგადოება » “ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები”

“ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები”

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ უკვე შეიძინა, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები, თუმცა დაცვითი ეფექტი მათზე ნაკლები აქვს.

“რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, ანუ ის არის ინაქტივირებული ვირუსით დამზადებული ვაქცინა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით – ჯერ არ გვაქვს საკუთარი გამოცდილება.

ეს ვაქცინა უსაფრთხოებით არ არის უარესი, პირიქით, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ხოლო დაცვითი ეფექტით რამდენადმე ჩამორჩება ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს.

მე მგონია, რომ ჩვენ დაველოდებით მის საერთაშორისო ავტორიზაციას და მერე გავუშვებთ ხმარებაში,” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

„შაბათს შემოდის ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, „სინოვაკის“ ამდენივე დოზა ჩინეთმა საქართველოს აჩუქა“

Share