Home » ახალი ამბები » ჩინეთში ბავშვების დასახმარებლად ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა
ჩინეთში ბავშვების დასახმარებლად ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

ჩინეთში ბავშვების დასახმარებლად ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა პეკინის „როტარი კლუბში“ (Rotary Club of Beijing), აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა დავით აფციაურმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა მწარმოებლის 12 დასახელების ქართული ღვინო.

ღონისძიება საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. „როტარი კლუბის“ წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს შატო მუხრანის “პრინცის რეზერვი”, უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის “მუკუზანი”, კომპანია „თელედას“ “რქაწითელი” და “საფერავი” და თელიანი ველის “საფერავი”.

 „როტარი კლუბში“ ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაცია Chunmiao Little Flower-ს საჯაროდ გადაეცემა.

პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) ღონიძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს.

„როტარი კლუბში“ ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

„როტარი კლუბი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს. პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისგან შედგება.

 

Share