Home » მსოფლიო » ჩინეთმა ონლაინ გაყიდვების გიგანტი Alibaba რეკორდული ოდენობის თანხით, 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ჩინეთმა ონლაინ გაყიდვების გიგანტი Alibaba რეკორდული ოდენობის თანხით, 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელმა უწყებებმა ონლაინ გაყიდვების ჩინური კომპანია Alibaba Group Holding-ი 18 მილიარდი იუანით, ანუ 2.75 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა.

აღნიშნულის მიზეზი ანტიმონოპოლიური წესების დარღვევა და ბაზარზე დომინანტური პოზიციების ბოროტად გამოყენებაა.

ამ დრომდე ჩინეთში ანტიმონოპოლიური კუთხით დაკისრებულ ჯარიმებს შორის ეს ყველაზე მაღალი თანხაა.

ჯარიმა Alibaba-ს 2019 წლის შემოსავლების დაახლოებით 4%-ს უდრის. Alibaba-ს და Ant Group-ის დამფუძნებელი ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის მარეგულირებელი სისტემა გააკრიტიკა.

დეკემბერში კი ბაზრის რეგულაციების საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კუთხით გამოძიება დაიწყო.

Share