Home » მსოფლიო » ჩინეთმა იუანის კურსის პროგნოზირება აკრძალა

ჩინეთმა იუანის კურსის პროგნოზირება აკრძალა

ჩინურმა საბროკერო კომპანიებმა შეწყვიტეს პროგნოზების გაკეთება იუანის გაცვლითი კურსის შესახებ. მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაა. ჩინეთის მთავრობა ამკაცრებს კონტროლს მედია სივრცესა და ფინანსურ ბაზრებზე. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

Reuters-ის ცნობით, ყველა უმსხვილესი ჩინელი ბროკერი, რომლებიც ადრე ღიად აკეთებდნენ პროგნოზს იუანის შესახებ, ახლა ნაცვლად გაცვლითი კურსის ღირებულებებისა, შემოიფარგლება ფართო დიაპაზონის პროგნოზითა და საკითხე გრძელვადიანი მსჯელობით.

რამდენიმე თვიანი საბროკერო ანალიტიკის გაანალიზების შემდეგ, Reuters-მა ვერ მოიპოვა რაიმე კონკრეტული პროგნოზი იუანის შესახებ. სააგენტოს წყაროებმა ბანკებსა და საბროკერო ფირმებში დაადასტურეს, რომ ეს უკვე ჩვეული პრაქტიკა გახდა დიდი ხანია. ორი ჩინური ბანკის სავალუტო ტრეიდერების თქმით, ახალი ტენდენცია არის ჩინეთის სახალხო ბანკის მხრიდან ზეწოლის შედეგი.

”ყველაფერი უფრო მკაცრდება. იუანის პროგნოზების შესახებ ტრეიდერებისადმი კითხვის დასმა ახლა ძალიან მოუხერხებელია”, – აცხადებს ერთ ერთი წყარო Reuters-თან საუბრისას.

როდესაც იუანი რამდენიმე თვის წინ მიუახლოვდა ფსიქოლოგიურ ნიშნულს, ჩინეთის სახალხო ბანკმა რამდენჯერმე სთხოვა ტრეიდერებს არ გაეკეთებინათ საჯარო პროგნოზები, რომლებსაც ბაზარზე შესაძლო გავლენის მოხდენა შეეძლო.

გასული წლის განმავლობაში, იუანი 6%-ით გაძვირდა. ეს გამოიწვია ექსპორტის ზრდის შედეგად მიღებულმა სავალუტო შემოსავლებმა, რამაც გაზარდა ე.წ. “სავალუტო ბალიში” 1 ტრილიონი დოლარით. სადღეისოდ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები 3.15 ტრილიონი დოლარია.

SWIFT-ის მონაცემებით, იუანზე მსოფლიო გადასახადების 2.19% მოდის, 2.5-ჯერ ნაკლები ვიდრე ბრიტანულ ფუნტზე (6%) და 18-ჯერ ნაკლები ძირითად ვალუტებზე – დოლარსა და ევროზე (39% და 38%).

საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში, სავალუტო ფონდის მონაცემებით, იუანი 2.45%-ს, ანუ 254 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან რუსეთი ფლობს თითქმის 40%-ს, დაახლოებით 80 მილიარდ აშშ დოლარს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეზერვებში და 17 მილიარდ აშშ დოლარს ეროვნული კეთილდღეობის ფონდში.

სანდრო პირველი

 

Share