Home » მსოფლიო » ჩინეთის III უდიდესი ჰესი “უდონგდე”, ოფიციალურად შევიდა ექპლუატაციაში

ჩინეთის III უდიდესი ჰესი “უდონგდე”, ოფიციალურად შევიდა ექპლუატაციაში

როგორც გამოცემა “როიტერსი” წერს, ჩინეთის მესამე უდიდესმა ჰესმა “უდონგდე” წარმატებით იმუშავა 72 საათიან სატესტო რეჟიმში და გუშინ ოფიციალურად შევიდა ექპლუატაციაში. გამოცემისვე ცნობით, გიგანტურმა ჰესმა ოთხშაბათს დაიწყო 12 გენერატორიდან ელექტროენერგიის გამომუშავება.

China Energy News News-ის ცნობით, China Three Gorges Corp- მა, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობდა, დაასრულა 72 საათიანი სატესტო ოპერაცია ვუდონგდის ქარხანაში, მე-12 გენერატორზე და ელექტროენერგია გაუგზავნა სამხრეთ ჩინეთის ელექტრო ქსელს.

მსოფლიოს სიდიდით მეშვიდე ჰესი “უდონგდე” მდებარეობს მდინარე იანძის კალაპოტში. მისი დადგმული სიმძლავრე 10,2 გვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 38.9 მლრდ კვტ. სთ. კაშხლის სიმაღლე 240 მეტრს აღწევს, ხოლო პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 19 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პროექტზე გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ამ მასიურმა კაშხლებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა რეგიონის ისედაც მყიფე გარემოს, მაგრამ მთავრობა ამტკიცებს, რომ ნებისმიერი უარყოფითი ზეგავლენა გადაწონილია სუფთა ენერგიის გამომუშავების შედეგად მიღებული სიმძლავრით, ნავიგაციისა და წყალდიდობის უფრო ეფექტური კონტროლის კუთხითაც.

სანდრო პირველი

 

Share