Home » ბიზნესი » ჩინელები საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებას გეგმავენ
ჩინელები საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებას გეგმავენ

ჩინელები საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებას გეგმავენ

ჩინელები საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებას გეგმავენ.

საქმე ეხება CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ს, რომლის დელეგაციაც საპარტნიორო ფონდს სტუმრობს. ფონდის ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტირების შესახებ ინტერესი გამოხატეს. ჩინურმა მხარემ კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინა და ფონდის გამოცდილების გათვალისწინებით ერთობლივი პროექტების განცხორციელების სურვილი გამოთქვა.

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ი ჩინეთის უმსხვილესი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ენერგო სექტორებში კაპიტალდაბანდებით არის დაკავებული და ენერგოსადგურების მშენებლობაში დიდი გამოცდილება აქვს. კომპანია საქართველოში მზისა და ქარის ენერგო სადგურების მშენებლობითა და განახლებადი ენერგიების წარმოებით არის დაინტერესებული.

შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ჩინელ ინვესტორებს ფონდის მანდატი, ფუნქცია და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. მხარეები მზად არიან სამომავლო თანამშრომლობაზე შეხვედრა კიდევ ერთხელ გამართონ.

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ის დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა უმასპინძლეს.

Share