Home » ახალი ამბები » ჩემს ბიზნესს არტყამენ, ბიზნესი ფეხებზე მკიდია! – ოქრიაშვილი სერგეენკოს უპირისპირდება
ჩემს ბიზნესს არტყამენ, ბიზნესი ფეხებზე მკიდია! - ოქრიაშვილი სერგეენკოს უპირისპირდება

ჩემს ბიზნესს არტყამენ, ბიზნესი ფეხებზე მკიდია! – ოქრიაშვილი სერგეენკოს უპირისპირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მთავრობის წევრებს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ. ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯანდაცვის მინისტრმა წამლის შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.

“მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფომ, მათ შორის სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავი არ აქვთ”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას მის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბანკებისთვის არაპროფილური ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

“ერთმანეთს საეჭვოდ ისეთი გარემოებები ემთხვევა, როცა გამოვდივარ, ბანკებს ვაკრიტიკებ და უცებ, გამოდიან და ამბობენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი უნდა დავშალოთ, დავყოთ და დავაქუცმაცოთ. ეს რაღაც – რაღაცეები ერთმანეთს ძალიან ხშირად ემთხვევა და არ მინდა, ვიფიქრო, რომ მე რომ საბანკო სექტორს ვაკრიტიკებ, ამით არის გამოწვეული ის, რომ ჩემს ბიზნესს არტყამენ. უკვე ათჯერ მაინც მოხდა, როცა ბანკები გავაკრიტიკე და ეს დაემთხვა. ამიკრძალონ! ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგია, ჩემთვის უფრო წინ დგას და ამ სიტუაციაში ჩემი ბიზნესი ფეხებზე მკიდია”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

Share