Home » საზოგადოება » „ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50% დაიხარჯება სტუდენტების განათლებაზე”
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50% დაიხარჯება სტუდენტების განათლებაზე"

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50% დაიხარჯება სტუდენტების განათლებაზე”

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე იყალთოში სტუდენტებს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო ფონდის თანხის 50% უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება.

„მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს, მისცეს მათ შანსი, მისცეს მათ პერსპექტივა. სწორედ ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50% დაიხარჯება სტუდენტების განათლებაზე, სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურებაზე. საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების ლობისტი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Share