Home » ახალი ამბები » ჩეხეთის რესპუბლიკა სახელს იცვლის
ჩეხეთის რესპუბლიკა სახელს იცვლის

ჩეხეთის რესპუბლიკა სახელს იცვლის

ჩეხეთის რესპუბლიკა სახელს იცვლის, მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის სახელი შეამოკლოს და მას ჩეხეთის რესპუბლიკის ნაცვლად უბრალოდ “ჩეხეთი” დაარქვას. “ჩეხეთის რესპუბლიკა” დარჩება ქვეყნის ოფიციალური სახელი, თუმცა, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, მისი შემოკლებული ვერსია დაიწერება მაგალითად საკვებ პროდუქტზე და ტანსაცმელზე. ასევე შემოკრებულ ვერსიას გამოიყნენებენ სპორტულ ღონისძიებებზეც. როგორც ეს არის საფრანგეთის (საფრანგეთის რესპუბლიკა) ან რუსეთის (რუსეთის ფედერაცია) შემთხვევაში.

ამასთან, ზოგი მიიჩნევს, რომ “ჩეხეთის რესპუბლიკა” კარგად არ ჟღერს, თუმცა, ამავე დროს, მათივე თქმით, “ჩეხეთი” ინგლისურენოვანი ქვეყნების მცხოვრებლებს შესაძლოა, “ჩეჩნეთში” აერიოთ, რაც ამ დრომდეც არაერთხელ მომხდარა.

სახელის შემოკლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ჩეხეთის რესპუბლიკა 1993 წელს დაარსდა, მაშინ როდესაც ჩეხოსლოვაკია ორად გაიყო და ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი შეიქმნა.

Share