Home » მსოფლიო » ჩეხეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიმუშავა

ჩეხეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიმუშავა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩეხური პრეპარატი დამტკიცების საბოლოო ფაზაშია, იუწყება Novinky.cz.

განაცხადი პრეპარატის საბოლოო დამტკიცების შესახებ უკვე წარედგინა მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს. ანდრეი ბაბიშის თქმით, პრეპარატი ტაბლეტების სახით გამოვა და ინჰალაციისთვისაც იქნება გათვლილი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ჩეხეთის დელეგაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის დროს მოლაპარაკებას გამართავს ისრაელ მეცნიერებთან, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო მსგავსი პრეპარატი შექმნეს. “ისრაელი ახლა მსოფლიო ლიდერია ვაქცინაციაში. მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ანდრეი ბაბიშმა.

ipress.ge

Share