Home » მსოფლიო » ჩეხეთის პრემიერი: ჩვენ არ გვჭირდება მეტი მუსლიმი ჩეხეთში
ჩეხეთის პრემიერი: ჩვენ არ გვჭირდება მეტი მუსლიმი ჩეხეთში

ჩეხეთის პრემიერი: ჩვენ არ გვჭირდება მეტი მუსლიმი ჩეხეთში

ჩეხეთის პრემიერმა, ბოჰუსლავ სობოტკამ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა ევროპის სხვა ქვეყნებს იქ მცხოვრები მუსლიმები უზარმაზარ პრობლემებს უქმნიან, ჩეხეთს არ სჭირდება მუსლიმური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

“როცა ვხედავთ პრობლემებს დანარჩენ ევროპულ ქვეყნებში, ვხვდებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება მუსლიმები ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩვენ რეალურად გვსურს ევროპამ უკეთესად დაიცვას თავისი საზღვრები. ლტოლვილების მიღება ყოველთვის კონკრეტული ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში უნდა გადაიწყვიტოს. ევროპაში ხშირად ვაწყდებით ინტეგრირების პრობლემებს, რაც სხვა ეროვნების და რელიგიის მქონე ადამიანებისგან მომდინარეობს“ – აცხადებს სობოტკა.

იმავე აზრზეა ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ანდრეი ბაბისი.

“ ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე დიდი ღირებულება ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა. ძლიერი ევროპა ძლიერი ევროპული ქვეყნების ხარჯზეა და ამაში პირდაპირი ლოგიკაა.ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. თუ ბელგიაში ბელგიელებზე მეტი მუსლიმი იქნება ეს მათი პრობლემაა. ჩვენ არ გვჭირდება მეტი მუსლიმი ჩეხეთში. ჩვენ ვერ გვეტყვიან თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში” – აცხადებს ბაბისი.

 

ავტორი: ალექსანდრე პირველი

 

Share