Home » მსოფლიო » ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 1 მილიარდ ჩეხურ კრონას მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 1 მილიარდ ჩეხურ კრონას მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარი აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, სულ მცირე 1 მილიარდ ჩეხურ კრონას (39 მილიონი ევრო) მოითხოვს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ალენა შილეროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთი საერთაშორისო ნორმების გამოყენებას გეგმავს.

„ყველაზე მარტივი გზა საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენებით კომპენსაციის მიღების გზაა. თუ ჩვენ კომპენსაციას მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესის წარმოების საშუალებით მოვითხოვთ, ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 17 აპრილს ოფიციალურმა პრაღამ განაცხადა, რომ 2014 წელს დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქების მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვმა ბრალდება უარყო და ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ipn.ge

Share