Home » საზოგადოება » ჩაქვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა

ჩაქვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა

ბათუმში მრავალფუნქციური ზონის მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ჩაქვის ტერიტორიაზე, წელსვე, დავიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Share