Home » ახალი ამბები » ჩამშვები არ ვარ, მაგრამ ბერი ვიცი, ვინც ღამით ხსნის რესტორანს – ასმათ ტყაბლაძე

ჩამშვები არ ვარ, მაგრამ ბერი ვიცი, ვინც ღამით ხსნის რესტორანს – ასმათ ტყაბლაძე

ბიზნესმენი ასმათ ტყაბლაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შემსუბუქებული რეგულაციები სარესტორნო ბიზნესის ასამუშავებლად საკმარისი არ არის.

მისი თქმით, რადგან 9 საათიდან გადაადგილების შეზღუდვაა, რესტორანი მუშაობას მხოლოდ სამი საათი შეძლებს, ამ პირობებში კი მუშაობას აზრი არ აქვს.

„რეგულაციები აუცილებელია. როგორ შეიძლება, რომ მეტროში ჩახუტებულები დგანან, მაგრამ 9 საათზე რომ კეტავ, რატომ მეუბნები გახსენი ბარი და რესტორანიო? ეს იმას ნიშნავს, რომ 8-ის ნახევარზე უნდა დავკეტო, სამ საათიანი რესტორანი რომელი მუშაობს? ამიტომ, რას შვრებიან იცით?

მე არ ვარ გამყიდველი და ჩამშვები, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ღამით ხსნის და აღარ იციან რა ქნან. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა გადაწიოს 9 საათის მერე გადაადგილების შეზღუდვა.”, – აცხადებს ასმათ ტყაბლაძე.

Share