Home » მსოფლიო » CDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ COVID-19 ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა

CDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ COVID-19 ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი მიიჩნევს, რომ COVID-19 ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეიქმნა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

რედფილდის თქმით, მას არ სჯერა ვერსიის, რომ კორონავირუსი ღამურადან ადამიანზე გადავიდა და მოკლე დროში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება გახდა.

რედფილდი აცხადებს, რომ როდესაც პათოგენი ცხოველიდან ადამიანზე გადადის, ეფექტურობის ზრდისთვის მას გარკვეული დრო სჭირდება.

„ჩემი აზრით, კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია ვუჰანის ლაბორატორიას უკავშირდება. ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა და ეს ვინმეს განზრახ არ გაუკეთებია.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ლაბორატორიაში მომუშავე თანამშრომელი შეიძლება დაინფიცირდეს პათოგენით, რომელზეც მუშაობს“, – განაცხადა CDC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

imedinews.ge

Share