Home » მსოფლიო

მსოფლიო

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

ამერიკელმა მაიკ კრისტიანსენმა ლატარეის ჯეკპოტი წლის განმავლობაში მეორედ მოხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად. „ვერ ვიჯერებდი. ამის რა შანსები არსებობს? არ მეგონა თუ ეს რეალობა იყო“, – განაცხადა კრისტიანსენმა. ამასთან, მან ჟურნალისტებს გაუმხილა რომ ორივე ...

Read More »

სინგაპურმა Goldman Sachs-ის ადგილობრივი ფილიალი რეკორდული თანხით დააჯარიმა

სინგაპურის ხელისუფლებამ ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ადგილობრივი ფილიალი ქვეყნისთვის რეკორდული თანხით 122 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი კი მალაიზიური საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა, კომერციული დანაშაულის პოლიციის დეპარტამენტი და ქვეყნის ფულად-საკრედიტო სამმართველო ერთობლივ განცხადებაში წერს. მათ ფინანსური უწყება ასევე დაავალდებულეს დანიშნოს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ფინანსურ საქმიანობაში სიტუაციის გამოსწორებას გააკონტროლებს. შეგახსენებთ, ხუთშაბათს გახდა ცნობილი, რომ ამერიკული ბანკი ...

Read More »

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება

ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება. კორონავირუსული ინფექციის პოტენციური ვაქცინა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით მომუშავე „ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა“ შექმნა. ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-დან 55 წლამდე 80 მოხალისე სამი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება იმის გასარკვევად, გამომუშავდება თუ არა ანტისხეული ვირუსის მიმართ. მეორე ეტაპზე, რომელიც დეკემბერში დაიწყება, 960 ადამიანი ...

Read More »

ილჰამ ალიევი – მსურს სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს

ახლა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სურს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული გახდეს. „მსურს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული იყოს. მსურს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ...

Read More »

ტრამპი – მოსახლეობამ არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის უნდა გააკეთოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყანამ ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში უნდა გააგრძელოს და ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები გაიხსნას. „კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. ჩემი ვაჟი ბარონი კორონავირუსით დაინფიცირდა, 15 წუთის შემდეგ ექიმებს ვკითხე და ის თავს უკვე კარგად გრძნობდა. პირველი ლედიც დაინფიცირდა და მეც. თუმცა, მე დღეს აქ ...

Read More »

პოლონეთმა “გაზპრომს” უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა დააკისრა

პოლონეთმა “გაზპრომი” 7,6 მლრდ, ხოლო “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში” ჩართული კომპანიები 100 მლნ დოლარით დააჯარიმა. პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა (UOKiK) მიიღო გადაწყვეტილება რუსული „გაზპრომის“ და მასთან კავშირში მყოფი 5 ევროპული კომპანიის დაჯარიმებაზე. სამსახური ამ კომპანიებისგან ითხოვს გაწყვიტონ პარტნიორული ურთიერთშეთანხმება. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხუთ კომპანიას ჯამურად დაეკისრა 385 მილიონი ზლოტის ჯარიმა, რაც 100 ...

Read More »

კვლევა: კორონავირუსი ფულზე, მინასა და უჟანგავ ფოლადზე 28 დღე რჩება

ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს, CSIRO-ს კვლევის თანახმად, კორონავირუსი ფულზე, მინასა და უჟანგავ ფოლადზე 28 დღე, იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე – გრიპის ვირუსი, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. შედარებისთვის, ინფლუენზა A ტიპის ვირუსი ზედაპირზე 17 დღე ძლებს. „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელების დაბანის, დეზინფექციისა და ზედაპირების სანიტარული დამუშავების მნიშვნელობას“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი შეინ რიდელი. ექსპერიმენტის 20, 30 და 40 გრადუსის ...

Read More »

„სომხეთის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა დაარწმუნა ერევანი, რომ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორიელდება. ამის შესახებ ფაშინიანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „არსებობს შეთანხმების ბაზა, ამ შეთანხმებებში გაწერილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით უკვე ოთხჯერ ესაუბრა. „ბიბისის“ ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის დასასრულს. იმედი არსებობს“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ. ”ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ...

Read More »

ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

ბელგიაში ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დანიშნეს. ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. პეტრა დე სუტერი მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, ახლა კი პრემიერის მოადგილის თანამდებობასთან ერთად სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის განათლებით გინეკოლოგია და გენტის უნივერსიტეტში რეპროდუქტიული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბელგიის ლგბტ-ორგანიზაციებმა დე სუტერის დანიშვნა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს, ძირითადად იმიტომ, რომ ამ ფაქტს მედიაში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. imedinews.ge

Read More »