Home » ფინანსები

ფინანსები

საქართველოში სექტემბერში ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობა შემოვიდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან 192,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ...

Read More »

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა. აღნიშნული რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე დაასახელა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. “წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს – ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, ...

Read More »

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 მილიარდ 494 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში, დაალოებით, 2 მილიარდ 494 მილიონი ლარის ღირებულების იაფი ფული გაიცა. ყველაზე მეტი შეღავათიანი სესხი კახეთის რეგიონშია გაცემული. კერძოდ, ასეთი იაფი ფულთ დაფინანსდა საგარეჯოში მეფრინველეობის ფერმის, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში კი ხილის გადამამუშვებელი ხაზის მშენებლობის პროექტები. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში საქმდებიან და სხვებსაც ასაქმებენ. რა შედეგი მოაქვს ბიზნესის ხელშეწყობის სწორ პოლიტიკას, ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა. როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდვურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა ...

Read More »

„ავერსმა“ მედიკამენტები კიდევ უფრო გააიაფა

უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია „ავერსმა“ პირადი სააფთიაქო თაროს პროექტი წამოიწყო: ირჩევთ ათი დასახელების მედიკამენტს და ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, მათზე განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობთ, ხოლო ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ განაახლოთ არჩეული პროდუქტების სია. სააფთიაქო თარო ძალიან მოხერხებულია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს და რეგულარულად იღებს ამა თუ იმ წამალს. მაგრამ პანდემიამ და ეკონომიკურმა რყევებმა საქართველოში ბევრი ოჯახი დააზარალა და ასეთი შეღავათითაც კი ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები ...

Read More »

საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ. უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს, – წერია განცხადებაში. ბილეთების ...

Read More »

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ „საპენსიო სააგენტო“ ავრცელებს. მათი ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა- 223 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო – 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა. „საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს ...

Read More »

დღეიდან ლარის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით დადგინდება

1 ოქტომბრიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დადგინდება. ახალი სისტემა განსხვავდება იმით, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით კომპანიებიც დაიშვებიან.  აქამდე მოქმედ სისტემაში ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, ...

Read More »