Home » ეკონომიკა (page 9)

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: საქართველოს ბანკმა და თიბისიმ ეკონომიკის აყვავებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს

“ლიბერთის ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონკურენტი ბანკების საქართველოს ეკონომიკაში შეტანილ წვლილზე საუბრობს. “საბანკო სექტორის განვითარების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბანკმა და თიბისიმ ქვეყნის ეკონომიკის აყვავებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და მათ გარეშე ჩვენი ეკონომიკა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის,” – განაცხადა ირაკლი რუხაძემ “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას. უცნობის კითხვაზე რატომ ...

Read More »

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფერმის მეპატრონე ზურაბ მასურაშვილია, რომელმაც ფერმის შესაქმნელად 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც 1,5 მილიონი ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. „თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმაში, ...

Read More »

თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორებმა სეისმური უსაფრთხოების მონაცემებზე უკანონო მონოპოლია შექმნეს

„ბანკები და ფინანსებმა“ გიორგი ცაგარეიშვილის ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სეისმურიმონაცემები საქართველოში არავის აქვს, ბოლო 9 წლის განმავლობაში სეისმური მონიტორინგის ცენტრის უცვლელი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორების გარდა. 2006-2007 წლებში სეისმური მონიტორინგის ცენტრის მაშინდელი დირექტორი, ზურაბ ჯავახიშვილი შეეცადა დაეხურა მეცნიერებისთვის სეისმური მონაცემები და გაესაედუმლოებინა კატალოგები, თუმცა ილიაუნის იმჟამინდელი რექტორის, გიგი თევზაძის უშუალო ჩართულობით და დაჟინებული მოთხოვნით (მან უკანონოდ მიიჩნია ამ ...

Read More »

ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების ჯერადობა 50%-დან 20%-მდე შემცირდება

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს. „ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) ...

Read More »

ვადაგასული გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე მესამე ვადით დარღვევით რჩება

კიდევ რას მოიფიქრებს ზურაბ ჯავახიშვილი? “ბანკები და ფინანსები” ერთი კვირის წინ სკანდალებში გახვეული თეა გოდოლაძის ბიზნესინტერესებზე და მის ბიზნეს-მეწილე ზურაბ ჯავახიშვილზე წერდა. ზურაბ ჯავახიშვილი ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით და ამავდროულად ოფიციალურად არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის კონსულტანტი და ანაზღაურებასაც იღებს. თუმცა, თეა გოდოლაძის ქვეშევრდომობამდე მას ხანგრძლივი, როგორც სამეცნიერო, ასევე ჩინოვნიკური ...

Read More »

იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 28% (3268131), ჩინეთი – 7% (3143021), ლიეტუვა – 51% (601164), აშშ – ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის წარდგენისას ახალი პროიორიტეტები გამოიკვეთა

მთავრობის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სტრატეგიამ ახალი პრიორიტეტები გამოკვეთა. კერძოდ, როგორც ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციიდან ირკვევა, უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და  საგარეო მოწყვლადობის შემცირება, რაც შედეგად მოიტანს მდგრად მაკროსტაბილურობას. ამ კონტექსტში, მინისტრმა გრძელვადიან სტრატეგიულ სამიზნე ამოცანად დასახა  2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალის შემცირება 45 პროცენტამდე, ხოლო 2030 წლისთვის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა. მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება

მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ბიზნესის როლზე ეკონომიკურ ზრდაში და აღნიშნა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსთვის, აუცილებელია სწორი სტიმულის მიცემა კერძო სექტორისთვის. „გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე, შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს, ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო და ფერმერებს, სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „წელს წარმატებული სეზონი გვაქვს. ...

Read More »