Home » ეკონომიკა (page 8)

ეკონომიკა

2021 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთა შორის ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 452.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით ნაკლებია. „ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2%-ით ნაკლებია

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში სახელდება, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ აშშ დოლარით ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებული პარამეტრები ზრდას განაგრძობს და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებლები ყოველთვიურად უმჯობესდება

„საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებული პარამეტრები ზრდას განაგრძობს და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებლები ყოველთვიურად უმჯობესდება და არამხოლოდ 2020 წლის მიმართებით, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც კი აჭარბებს. 2021 წლის ივლისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 42.4%-ით გაიზარდა და 390.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 20.6%-ით გადააჭარბა. აღნიშნული ფაქტი ნათლად წარმოაჩენს, რომ ქვეყანაში იზრდება წარმოება და უმჯობესდება ეკონომიკა“, – ასე შეაფასა ...

Read More »

„წელს, უკვე ექსპორტირებულია, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში“

წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. „ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით. ახლა ...

Read More »

ნათია თურნავა – გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გრძელდება. 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს. „გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა ...

Read More »

2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 27.8%-ით, ხოლო იმპორტი 19.3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 484.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 27.8 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 5 209.3 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 19.3 პროცენტით მეტი. საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2 ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო – მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობა უფრო გაძლიერდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანი, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობაა. „მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის ...

Read More »

GEORGIA CAPITAL: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აძლიერებს ლარს და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ლარის გაძლიერებას და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს, – Georgia Capital-ი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე, თავის ანგარიშში ეხმიანება. ჯგუფი მიიჩნევს, რომ ლარი საუკეთესო აქტორია რეგიონში და ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი სიმყარე, მისი შემდგომი გაძლიერების პოტენციალზე მიათითებს. Georgia Capital-ი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და ეროვნული ბანკის მიერ დიფერენცირებულ საპროცენტო განაკვეთზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპს ...

Read More »

თურნავა – სატვირთო გადაზიდვები ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აქტიურად ვითარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია. მისივე თქმით, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე. „განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ...

Read More »

ირაკლი რუხაძე: საქართველო ძალიან სწრაფად უნდა გამდიდრდეს

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სიღარიბე უნდა დაძლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განვითარება წარმოუდგენელია. “ძალიან სწრაფად უნდა გავმდიდრდეთ, თუ ვიქნებით ღარიბები, ვერაფერს მივაღწევთ, ჩვენს შვილებს ვერ მივცემთ შესაბამის განათლებას და დავკარგავთ იმასაც კი რაც დღეს გაგვაჩნია, მათ შორის დემოკრატიასაც,” – განაცხადა ირაკლი რუხაძემ “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას. მისი თქმით, მხოლოდ გამდიდრება არ არის საკმარისი და ამ სიმდიდრეს ...

Read More »