Home » ეკონომიკა (page 286)

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირდავცითი სამუშაოებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირდავცითი სამუშაოებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის” ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016 -2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაფინანსდება. ასევე ხელი მოეწერა “მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 4-ს”, რომლის ...

Read More »

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ოთხი ელმავლი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამის შესახებ ქართული ელმავლების მწარმოებელ ქარხანაში „ელმავალმშენებელი” განაცხადეს. კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქარხანა აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ექვსი ახალი ელმავალის შეკეთების შეკვეთასაც ელოდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, „თუმცა ქარხანა გაჭირვებული პერიოდიდან თავის დაძვრენას” საექსპორტო ბაზრების გაფართოებით ცდილობს. საქართველოში დამზადებული ელმავლები გასულ წლებში უკრაინასა და ...

Read More »

“სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი საწარმოა, რომლებმაც ისარგებლეს იაფი კრედიტის კომპონენტით.”

სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი საწარმოა, რომლებმაც ისარგებლეს იაფი კრედიტის კომპონენტით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც საქართველოში 60 ახალი საწარმოს ნაცვლად უკვე 139 საწარმოა აშენებული. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია საწარმოების შესახებ არის საჯარო და ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მისივე თქმით, 116 საწარმო არის მარტო ინდუსტრიული მიმართულებით.   “გარდა ამისა, ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი

ირაკლი ღარიბაშვილი: კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ

სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. “თუ ჩვენ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, თუ რეგიონებს არ მივეცით განვითარების საშუალება, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი. ის, რაც იყო ჩვენი დაპირება, მილიარდი ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ეს არის შესრულებული. დღეის მდგომარებით, სხვადასხვა რეგიონში უკვე დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. გარდა ამისა, ჩვენ ...

Read More »

SOCAR-ის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის – კახა კალაძე

კომპანია SOCAR-ის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანის შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas-ის გენერალური დირექტორის, მაჰინ მამედოვის პასუხად. ამ უკანასკნელის თქმით, ხსენებული კომპანია საქართველოს ყოველდღიურ მოთხოვნილებას ბუნებრივ აირზე თითქმის სრულად აკმაყოფილებს. კახა კალაძის განმარტებით, ლაპარაკია არა „სოკარის“ „გაზპრომით“ შეცვლაზე, არამედ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობაზე. „ეს არის დამატებითი მოცულობები, რომელიც დღეს ქვეყანას, ...

Read More »

სსფ: 2016 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას პროგნოზირებს

სსფ: 2016 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) 2016 წელს საქართველოში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის და მშპ-თან მიმართებაში მთლიანი საგარეო ვალის შემცირებას პროგნოზირებს. სსფ-მ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალ წელს, საქართველოს სახელმწიფო ვალი (total government gross debt) მშპ-ის 45,8%-მდე გაიზრდება. წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ს 45,4%-ის ნიშნულზეა ნავარაუდევი, შარშან კი, 34,8%-ს არ აღემატებოდა. ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 ...

Read More »

თბილისში ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა გაკეთდება

თბილისში ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა გაკეთდება

თბილისში ტრანზიტულად შემომავალი ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა გაკეთდება. მოძრაობის განსატვირთად თბილისის მერია მომავალი წლისთვის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლითაც კახეთის გზატკეცილი თბილისის ზღვას დაუკავშირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ მოდერნიზებული კახეთის გზატკეცილიდან თავისუფალი მოძრაობა შეიქმნას თბილისის ზღვამდე და განიტვირთოს თბილისში ტრანზიტულად შემომავალი ავტომანქანების რაოდენობა. როგორც „კომერსანტთან“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიტული ავტომანქანები თბილისის ცენტრში ...

Read More »

SOCAR Georgia – აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის გაზის მიწოდებას

SOCAR Georgia - აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის გაზის მიწოდებას

SOCAR Georgia Gas-ის გენერალური დირექტორი მაჰინ მამედოვი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას საჭირო მოცულობით. ამის შესახებ SOCAR Georgia Gas-ის გენერალურმა დირექტორმა მაჰინ მამედოვმა განაცხადა. „ინტერფაქს-აზერბაიჯანის“ ინფორმაციით, ეს განცხადება მამედოვმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება გაზის მიწოდება, რის გამოც აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული ...

Read More »

“მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გონივრული პოლიტიკის პირობებში ლარი დასტაბილურდება”

"მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გონივრული პოლიტიკის პირობებში ლარი დასტაბილურდება"

“დღეს ხელისუფლება ეკონომიკურ-მეცნიერული აზრის მიღმა საქმიანობს” საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი ყავს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში იაშა მესხია, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელად წინა კვირას აირჩიეს. თუ როგორ წარიმართება აკადემიის საქმიანობა მომავალში იაშას ხელმძღვანელობით, ამ და სხვა აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება იაშა მესხია. – ...

Read More »

მთავრობა ინდუსტრიული ზონების ძველ გეგმას მიუბრუნდა

მთავრობა ინდუსტრიული ზონების ძველ გეგმას მიუბრუნდა

საქართველოს ხელსუფლებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიმართულებით ბევრი არაფერი გამოსდის, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებს ერთსა და იმავეს. მორიგი თიზ-ი ისევ ქუთაისში გაიხსნა, ხოლო მომავალში კიდევ ერთის ამოქმედება ანაკლიაში იგეგმება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ აქამდე რაც გაიხსნა, მათგან დიდი ხეირი არც ქვეყანას და არც თიზ-ების მმართველებს არ უნახავთ. ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა პარასკევს ამოქმედდა. ცერემონიას ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ...

Read More »