Home » ეკონომიკა (page 237)

ეკონომიკა

Moody’s – საქართველოს რეიტინგი – Ba3 ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ასახავს

Moody's - საქართველოს რეიტინგი - Ba3 ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ასახავს

საქართველოს რეიტინგი – Ba3 ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ასახავს, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის ინვესტორთა სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. წლიური ანგარიში “საკრედიტო ანალიზი: საქართველო”, სარეიტინგო კომპანიამ გამოაქვეყნა. “საქართველოს არაერთი საკრედიტო ძლიერი მხარე აქვს, ინსტიტუციურმა სიძლიერემ და ბიზნესზე ორიენტირებულმა გარემომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელი შეუწყო ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, 2014 წლის შუა პერიოდის შემდეგ მოთხოვნის შემცირებს გამო, 2015 და 2016 წლის ...

Read More »

“ახალი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა”

"ახალი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა"

სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის დარგში გასული 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ სექტორში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  “არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი წინა მთავრობის დროს. ...

Read More »

კახა კალაძე: ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება

კახა კალაძე: ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება

ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ დეფიციტის აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე აღარ იყოს დამოკიდებული, საჭიროა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. “ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს წინაშეა. ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ...

Read More »

The Financial Times: განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია ექსპორტის ზრდას არ იწვევს

The Financial Times: განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია ექსპორტის ზრდას არ იწვევს

განვითარებად ქვეყნებში დევალვაცია ექსპორტის ზრდას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ სტატიას The Financial Times-ი აქვეყნებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალუტების კურსის შესუსტება იწვევს ნეგატიურ შედეგებს საერთაშორისო ვაჭრობაში. მანამდე კი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსის ვარდნა ხელს უწყობს ექსპორტს და იმავდროულად ამცირებს იმპორტს. თუმცა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ასე სულაც არ არის. გამოცემამ შეისწავლა 107 განვითარებადი ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა

გავლენიანი ჩინური გამოცემა „სინხუა“ საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი აქვეყნებს.  „მე ვფიქრობ, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება“, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსის საზაფხულო ფორუმში მონაწილეობს.„საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ინვესტიციების, წარმოების, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის“. მინისტრი მიესალმა მარტში, ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის – ...

Read More »

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, – ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. ...

Read More »

ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის

ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების, რომელიც უფრო დინამიური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე. “მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის,” -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.  კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა “საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა. “საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის ...

Read More »

მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი BP იყო

მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი BP იყო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 %-ით აღემატება 2014 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხაური ავრცელებს. კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა ჩადეს ყველაზე დიდი ინვესტიციები მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში? „კომერსანტი“ ტოპ 20 კომპანიის რეიტინგს გთავაზობთ: ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კონკრტული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა არ სახელდება. ბრიტანული ...

Read More »

საქართველოში თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები გაორმაგდა

საქართველოში თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები გაორმაგდა

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. 2015 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია, – 2014 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან 78 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 59 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 68 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილზე ...

Read More »