Home » ეკონომიკა (page 211)

ეკონომიკა

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სფერო აქციზის გადასახადით შესაძლოა აღარ დაიბეგროს

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სფერო აქციზის გადასახადით შესაძლოა აღარ დაიბეგროს

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სფეროსთვის დაგეგმილია აქციზის გადასახადის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოოდ, მისი გაუქმება. აღნიშნულს ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი 3%-მდე შემცირდება. 2018 წლის ...

Read More »

საქართველოს შვეიცარიასთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება

საქართველოს შვეიცარიასთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 27 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში მოეწერება, – ამის შესახებ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირმა განაცხადა. EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც გაერთიანებულია 4 სახელმწიფო (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აწარმოებდა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბუნიამ eugeorgia.info-ს  განუცხადა, ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს

2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს უმთავრესი საგზაო არტერიები იყოს დასრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ გზის ეს მონაკვეთი დღეს იხსნება, ვინაიდან საქართველოში ბევრი ტურისტია ჩამოსული და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე სტუმრები ამ გზით ისარგებლებენ. მისივე თქმით, Check in Georgia-ს ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი: სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქლმავალი ვერ იქნება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტის პრიორიტეტები სამომავლოდ უნდა შეიცვალოს და სოციალურად ორიენტირებულის ნაცვლად, განათლებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტექნოპარკში განაცხადა. მისი განცხადებით, ასეთ ცვლილებებს გაგებით უნდა მოეკიდოს მოსახლეობა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქლმავალი ვერ გახდება და ასეთ ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული სახელმწიფოების რიგში. „სოფლის მეურნეობა ვერ იქნება ...

Read More »

მთავრობა ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს

მთავრობა ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს

უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც ითვალისწინებს, როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებასა და მშენებლობას, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით,საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ინფრასტრუქტურის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “თანაინვესტირების ფონდი” არერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პოლიტიკა” განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია. “დღეს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი კერძო ინვესტორი, რომელიც პიროვნულად ინვესტიციებს ახორციელებს. თანაინვესტირების ფონდი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა დღეს უკვე დაკონტრაქტებული აქვს 2 მილიარდ დოლარის პროექტები”, – განაცხადა ქუმსიშილმა. ...

Read More »

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.4%–ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.4%–ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ ...

Read More »

“ყოფილი ბანკირი ვარ და მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანია”

"ყოფილი ბანკირი ვარ და მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანია"

ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციის დაფიქსირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თავის დროზე, მაშინ როცა ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ამაზე კონსესუსი არსებობდა. ”რა თქმა უნდა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ არსებობდა კონსესუსი, შესაბამისად კანონს კენჭი ეყარა. მე არ ვარ კანონმდებელი და მაქვს უფლება, რომ მქონდეს ...

Read More »

საქართველო და ჩინეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დააჩქარებენ

საქართველო და ჩინეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დააჩქარებენ

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობები მზად არიან, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, – ამის შესახებ პარასკევს, პრემიერ კვირიკაშვილისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაჩქარებაზე დოკუმენტურად უკვე გაფორმდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის,  ჭანგ გაოლის ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა საქართველოსა და ...

Read More »

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც თავის მხრივ იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს, 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი  1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს. საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი ...

Read More »