Home » ეკონომიკა (page 187)

ეკონომიკა

რა სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობა ექნება ანაკლიის პორტს

რა სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობა ექნება ანაკლიის პორტს

ანაკლიის პორტში წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აქ საქმიანობს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია, ჰოლანდიური Van Oord-ი. სწორედ მის სახელს უკავშირდება დუბაის “პალმის კუნძულის” მშენებლობისა და სუეცის არხის გაფართოების გიგანტური პროექტები. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პორტს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აშენებს, რომელმაც წლეულს სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა. კონსორციუმი ქართული და ამერიკული კომპანიებისგან – “თიბისი ჰოლდინგისა” და “კონტი ინტერნეიშენალისგან” ...

Read More »

სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა

სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა

2016 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,3%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,1 % შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,5 პროცენტით გაიზარდა. მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების 0,9 პროცენტით მატებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,30 პროცენტული პუნქტით ...

Read More »

9 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა კი 19.5%-ით

9 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა კი 19.5%-ით

9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 631,302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 62,615-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.0%)-ია. მისივე თქმით, სექტემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 ...

Read More »

”გაზელ ფონდი“ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

”გაზელ ფონდი“ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და კანადურ საინვესტიციო “გაზელ ფონდს” (Gazelle Fund) შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის – Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა ჯეფ ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის Duch Good Growth Fund (“DGGF”) და ჰოლანდიის ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. ”აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, ...

Read More »

შოთა გულბანი – ინდუსტრიალიზაციის კუთხით საქართველო ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად პროგრესირებს

„ინდუსტრიალიზაციის კუთხით საქართველო ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად პროგრესირებს“

შოთა გულბანი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება იმ პარტიის ეკონომიკური პროგრამის დეტალები, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ლიდერის პოზიციაზეა, საუბარია „ქართულ ოცნებაზე“, რომელსაც ამავე რეიტინგების მიხედვით მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „აფბას“ მიერ ორივე პარტიის ეკონომიკური პროგრამების ცალკეული მიმართულებები, დასაქმება, უმუშევრობა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, აქტიურად განიხილება. ამ ...

Read More »

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებლის ქსელზე მიერთება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებელი დაასაჩუქრა. მემილიონე ოჯახი, რომელიც სქართველოში ბუნებრივ აირს მოიხმარს, აჭარის რეგიონის, სოფელ ხუცუბანის მკვიდრი მახარაძეები არიან. საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. დღეისათვის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: გვაქვს გეგმა როგორ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა 6-დან 11 მლნ-მდე

დიმიტრი ქუმსიშვილი: გვაქვს გეგმა როგორ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა 6-დან 11 მლნ-მდე

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41%-ია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ ...

Read More »

„გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში“ საქართველოს პოზიცია 7 საფეხურით გაუმჯობესდა

„გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში“ საქართველოს პოზიცია 7 საფეხურით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის. 2015-2016 წლების ანგარიშთან შედარებით, საქართველომ პოზიციები 7 საფეხურით გაიუმჯობესა. „ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები ზოგადად, სტაბილურია, თუმცა, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობას საქმე აქვს სირთულეებთან, რომელიც საქონელზე ფასების ვარდნას, ვალუტის მერყევ კურსს, რუსეთსა და უკრაინაში რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. ამ შოკებმა ...

Read More »

“საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ”

"საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ"

მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმა მონაწილეებს საქართველოში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. “დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ ...

Read More »