Home » ეკონომიკა (page 171)

ეკონომიკა

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაშიც 500 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, – ამის შესახებ Allnews-ს “გროს ენერჯი ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ანგული ტყებუჩავამ განუცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მცირე ჰესის მშენებლობა უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება, რომელთა დასრულების დრო დაახლოებით, 2-3 წელიწადია. “ყველაზე მასშტაბური 114 მეგავატი სიმძლავრის ტეხურას კასკადია, რომელშიც დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მდინარე ხაიშურაზე 35 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, შედარებით ...

Read More »

ADB “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს

ADB "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს

ბუნებრივი აირის უმსხვილეს პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა და აზიის განვითარების ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული გარანტირებული შეთანხმება “შაჰ-დენიზი 2” პროექტის შემუშავებასა და განვითარებას შეეხება და 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს იაპონიაში, ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ საქართველო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ...

Read More »

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლება ადგილობრივი და მცირე ავიაციის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომები, როგორიცაა: ამბროლაურის აეროპორტი – ინვესტიცია 14 მილიონი ლარი; მესტიის აეროპორტი – ინვესტიცია 20 მილიონი ლარი; მთავრობას აგრეთვე დაანონსებული აქვს ადგილობრივი აეროპორტების მშენებლობა ახალქალაქში, თუშეთში, ზუგდიდსა და ომალოში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, გვაქვს სურათი, სადაც ადგილობრივი საავიაციო კომპანიები ვერ ვითარდებიან. ერთადერთი ავიაკომპანია, “სერვისეირი”, რომელიც ...

Read More »

ჩინეთში ღვინის ექსპორტი 207 პროცენტით გაიზარდა

ჩინეთში ღვინის ექსპორტი 207 პროცენტით გაიზარდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების  ექსპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. 54%-ით, 41.4 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. საექსპორტო ბაზრების ხუთეული რუსეთი 11 076 205 +87% ჩინეთი 2 391 981 +207% უკრაინა 1 874 212 +26% პოლონეთი 814 882 ...

Read More »

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში უწყება 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, 35%-ით მეტი ვიდრე შარშან. ამავე პერიოდში ტრანზიტული რეისების რაოდენობამ 7%-ით, 31 426 ერთეულამდე მოიმატა. “ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ...

Read More »

საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად იზრდება – მთავარი ტემპის შენარჩუნებაა

საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად იზრდება - მთავარი ტემპის შენარჩუნებაა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 4%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა წლის დასაწყისშია მიღწეული, როცა ტრადიციულად ეკონომიკური აქტივობები შენელებულია. შესაბამისად, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »

წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა

წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა

2017 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8,8 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,0 ...

Read More »

2016 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო

2016 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი (1.2 პროცენტული პუნქტი). ”ეროვნული ბანკის” 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 ...

Read More »

სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს

სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს

სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ წლიური ინფლაცია ...

Read More »

2020 წლამდე საქართველოში 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდება

2020 წლამდე საქართველოში 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდება

2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ზურაბ ალავიძე საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ გეგმებზე საუბრობს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017-2020 წლებში დაგეგმილ პროექტებზე. ,,2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის ...

Read More »