Home » ეკონომიკა (page 169)

ეკონომიკა

“თბილისი-ბაქო-ყარსის რკინიგზის პროექტი საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა”

ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა.

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოში ვიზიტისას პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კი ერთობლივ პრესკონფერენცია გაიმართა სადაც, წარმომადგენლებმა განხილულ თემებზე ისაუბრეს. „ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე, პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ პროექტი საბოლოო ფაზაზეა. ჩემი პატივცემული კოლეგა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ...

Read More »

საქართველოს ხორცის ექსპორტიორ ქვეყნად ქცევა სურს

საქართველოს ხორცის ექსპორტიორ ქვეყნად ქცევა სურს

საქართველო ხორცის საექსპორტო ბაზრებს ეძებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა ქვეყანას რეალურად გააჩნია და თუ მეწარმეებისთვის გასაღების ბაზარი გაიხსნება, ეს წარმოების სრული ციკლის ამოქმედებას შეუწყობს ხელს. აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამოშვების 50%-ზე მეტი  მეცხოველეობის პროდუქტებზე მოდის. “ამ დროისთვის წარმოება თვითკმარი არ არის, თუმცა ჩვენ არათუ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდა შეგვიძლია თითქმის 100%-მდე, არამედ შეგვიძლია ვიყოთ ექსპორტიორიც. ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის ცხვრის ექსპორტი ...

Read More »

საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდირება არ განხორციელდება

საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდირება არ განხორციელდება

წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ასევე მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირება არ განხორციელდეს რქაწითელის ჯიშის ყურძენზეც. დავითაშვილის განცხადებით, უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშზე სუბსიდირება არ განხორციელდეს, ხოლო მთავრობაში სხვა ჯიშის ყურძენთან დაკავშირებით ...

Read More »

“თამბაქოს შესახებ ახალი კანონი ეკონომიკურად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყამს”

"თამბაქოს შესახებ ახალი კანონი ეკონომიკურად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყამს"

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის -აფბა”-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე თამბაქოს რეგულაციის შესახებ ახალ კანონს ეხმიანება და წერს, რომ კანონი ეკონომიკურად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყამს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მათთვის ვინც ძალიან კმაყოფილია თამბაქოს შესახებ კანონის მიღებით: ზოგადად მოწევის შემცირებისკან გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა არა ეკონომიკისა და ბიზნესის ხარჯზე. მოკლე მიმოხილვა იმ ეკონომიკური ეფექტებისა, რომელსაც ...

Read More »

იანვარ-აპრილში იმპორტი 13%-ით გაიზარდა

იანვარ-აპრილში იმპორტი 13%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ...

Read More »

ევროკავშირი ქართული პროდუქციის მთავარი ბაზარი გახდა

“დსთ-ს ჰეგემონია დასრულდა, ევროკავშირი ქართული პროდუქტის მთავარი ბაზარი გახდა ! “ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბარი საქართველოს სავაჭრო პარტიორი ქვეყნების შესახებ აქვს.  აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ქართული პროდუქციის ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) საერთაშორისო ორიენტაციის სტრუქტურა ბოლო 5 წლის მანძილზე არსებითად გაუმჯობესდა.2014 წელს, როცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქოქებოდა, ქართული პროდუქციის ძირითადი ბაზარი დსთ-ს ქვეყნები იყო. ...

Read More »

რატომ ვერ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა – სად ნაწილდება და ილექება შემოსული დოვლათი

რატომ ვერ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა – სად ნაწილდება და ილექება შემოსული დოვლათი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ნაცვლად 41%–იც რომ დაფიქსირებულიყო, მოსახლეობა მის სიკეთეებს მაინც ვერ იგრძნობდა  საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ რეპრობლემებზე საუბრობს, ანუ იმაზე, რის გამოც ვერ ხერხდება ქვეყნის რეალური განვითარება. გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად: ,,საზოგადოება, მოსახლეობა მოყოლებული 1994 წლიდან, ელოდება სტაბილურ სამუშაო ადგილების შექმნას, აღებული შემოსავლებით ოჯახის გამოკვებას, ...

Read More »

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის – ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის - ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეროვნულ ბანკს ეკისრება ინფლაციის კონტროლი გახლავთ. ცენტრალურ ბანკს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების საშუალებით, შეუძლია აკონტროლოს ქვეყანაში ფასების დონე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა საშუალებას იძლევა კონტროლი გაუწიოს ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთებს, ანუ ფულის ფასს. ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით ახორციელებს. უფრო კონკრეტულად, როდესაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირება ხდება ეს ხელს უწყობს ფასების ზრდას, ...

Read More »

გადამზიდავების მონოპოლია – როგორ ორთქლდება ათეულობით მილიონი

გადამზიდავების მონოპოლია - როგორ ორთქლდება ათეულობით მილიონი

ხელოვნური ბარიერების შექმნით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სფეროში მონოპოლიური სისტემა მოქმედებს. სომხეთის მიმართულებით გადაზიდვის სქემა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა რგი პუწკპშფ-ს წარმომადგენლებმა გაშიფრეს, ადასტურებს, რომ მთელი ბაზარი 2-3 ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული და იქ სხვა მოთამაშის გამოჩენა გამორიცხულია. პლატფორმა რგი პუწკპშფთ-ს აღმასრულებელი დირექტორის – ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ორგანიზაციამ საფუძვლიანად შეისწავლა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მხრივ ...

Read More »

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

რამდენად საჭიროა შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები ჯანდაცვის სამინისტროში ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, შრომით ინსპექციას უფლება ექნება, დამსაქმებელი კომპანიები ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შეამოწმოს. უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციებიც. ეფექტური შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვენ ბოლო წლებია უფლებადამცველები. მათ შორისაა სახალხო დამცველი, რომელიც ტყიბულის ...

Read More »