Home » ეკონომიკა (page 160)

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა, – პროგნოზი ბანკმა ახალ ანგარიშში უკვე გამოაქვეყნა. ახალი ანგარიშის მიხედვით, იანვარში ბანკი ქვეყანის ეკონომიკის 5,2%-იან ზრდა ვარაუდობდა. ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4%-ით, 2019 წელს – 4.5%-ით გაიზრდება. ბანკის გათვლებიოთ აზერბაიჯანში წელს ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდება, სომხეთში 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რუსეთში – 1.3%; თურქეთში – 3.5%. მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის 2.7%-იან ...

Read More »

იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 2017 წლის 5 თვის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. „მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ...

Read More »

მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 % შეადგინა

მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 % შეადგინა

მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 % შეადგინა.  2017 წლის მაისში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 6,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინდექსი არ შეცვლილა. საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,07 ...

Read More »

8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურებისთვის რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა. კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესში“ შესული ცვლილებით, დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. მაშინ როცა, წინა რედაქციით, რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადად მიმდინარე წლის 30 ივნისი იყო მითითებული. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ...

Read More »

აფბა: უმჯობესია მიწების უცხოელებზე იჯარით გაცემა და არა მისი შეუზღუდავად გასხვისება

აფბა: უმჯობესია მიწების უცხოელებზე იჯარით გაცემა და არა მისი შეუზღუდავად გასხვისება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის გადაცემის საკითხი დარეგულირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ და ლევან ლაგვილავამ სააგენტო “პირველის” პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც უწევს უცხოელს, იმ შემთხვევაში თუ ის ქართული მიწის შესყიდვით დაინტერესდება. ამ კუთხით საპარლამენტო ...

Read More »

აპრილში ეკონომიკური ზრდა შენელდა

აპრილში ეკონომიკური ზრდა შენელდა

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში 2.1% შეადგინა. რაც შეეხება იანვარ-აპრილის საშუალო მაჩვენებელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 4.2%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდა იანვარში 5.2% იყო, თებერვალში 4.4%, მარტში კი 5.3% (პირველი კვარტალის საშუალო 5%). მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის 4 პროცენტია.

Read More »

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო

„საპარტნიორო ფონდმა“ და კომპანია „ნეითივ ჯორჯიანმა“ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპი რაჭაში, სოფელ ღარში, ევროპული ტექნოლოგიებით მეღორეობის ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საფუძველი უკვე ჩაეყარა. პროექტი სულ 5-ეტაპიანია, ჯამური საინვესტიციო პორტფელი კი 13 მილიონს შეადგენს. „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების,  ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ...

Read More »

90-იანი წლების ეკონომიკა – ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

90-იანი წლების ეკონომიკა - ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

1991 წლის აპრილში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ქვეყანა ეკონომიკურად კვლავ რუსეთთან იყო მიჯაჭვული –  არ გვქონდა საკუთარი ეროვნული ვალუტა, პროდუქტის დიდი ნაწილი, ასევე ნედლეული რუსეთიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან შემოგვქონდა, სათადარიგო ნაწილების, ბენზინისა და საწვავის მისაღებად წარმოება მთლიანად დამოკიდებული იყო სხვა რესპუბლიკებზე.  1989 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 25% შემოტანილი იყო, ისევე როგორც ბუნებრივი აირი და თხევადი საწვავი. იმპორტირებული იყო რძის ...

Read More »

მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის. აღნიშნული კანონის საფუძველზე მოხდება სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური ...

Read More »

საგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს

საგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს

როგორც რეზონანსი წერს, დავით საგანელიძის განცხადებით, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 12 წლის განმავლობაში 500 მილიონიანი ჩინური ინვესტიცია იგეგმება. „ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდა და ჩინური მხარე 500 მილიონი დოლარის ინვესტირების გარდა, გეგმავს წარმოებული ჩაი თავადვე შეიძინოს”, – განაცხადა საგანელიძემ. საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო სტრუქტურებისგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს: „შეიძლება, ეს პროექტი დაიწყოს, თანხა გამოიყოს და სანამ ოთხი-ხუთი ...

Read More »